ზეთი საუნის თაროების დასაცავად 1ლ-ნი

ნატურალური წარმოშობის საპოხი ზეთი ,გამოიყენება საუნის თაროების ჭუჭყისგან და სინესტისგან დასაცავად. გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი დამცავი და დეკორატიული საფარი ხის ზედაპირებისთვის(თაროები, საზურგეები,დასაჯდომები) იქ სადაც ხდება აქტიური შეხება ადამიანის კანთან.

თვისებები:
- ხელს უშლის ობის და ხის გამანადგურებელი სოკოების წარმოშობას
- სძენს მერქანს ტენის და ჭუჭყისადმი მედეგობას
- ახანგძლივებს მოქმედების ვადას და გამოყოფს მერქნის სტრუქტურას
- არ ვნებს კანს მასთან შეხებისას მაღალ ტემპერატურაზე
- არ ფარავს მერქნის ფორებს და ქმნის საუნაში ჯანმრთელ მიკროკლიმატს.

 

მოხმარების წესი
დაიტანება 1-2 ფენად მშრალ და სუფთა ზედაპირზე ოთახის ტემპერატურაზე ფუნჯით ან ტამპონით. შემდგომ ვახურებთ საუნას, ვაცდით გაგრილებას და რბილი ტილოთი ვაცილებთ ზეთის ნარჩენებს. ზედაპირი მზად არის ექსპლუატაციისთვის 12-24 საათში.
ზეთის ხარჯი:50-120გრ/მ²